სუში იაპონური წარმოშობის მქონე საკვებია, რომელიც მთელ მსოფლიოში გურმანების საყვარელ კერძად იქცა. ეს არის ესთეტიკა, გემო და სიზუსტე ერთ თეფშზე. „იაკუძა ლაუნჯში“ კი სუში ნამდვილ ხელოვნებად იქცევა.

 

სუშის ისტორია საუკუნეების წინ, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში იწყება, როგორც თევზის შენახვის პრაქტიკული მეთოდი: თევზი ინახებოდა მოხარშულ ბრინჯში დუღილის პროცესით, რაც პროდუქტის შენახვას უზრუნველყოფდა. იაპონიაში ამ ტრადიციამ კულინარიული სახე მიიღო.
მე-19 საუკუნეში, ედოს (ტოკიოს) ბაზრებში გაჩნდა ნიგირი – ბრინჯის ბურთულა უმი თევზით, რომელიც სწრაფად მოსამზადებელი და გასაყიდი კერძი გახდა. სწორედ ეს ფორმა მოგვევლინა დღევანდელი სუშის პოპულარული ვერსიის საფუძვლად.

XX საუკუნიდან სუში მსოფლიო გურმანების რჩეულად იქცა — ჯერ ამერიკაში, შემდეგ კი ევროპასა და სხვა კონტინენტებზე. დასავლურმა სამყარომ დაამატა ახალი ინგრედიენტები, თუმცა იაპონური ტექნიკის სისუფთავე და ესთეტიკა უცვლელი დარჩა.

Yakudza Lounge კი დღეს სუშის ამ მრავალსაუკუნოვან კულტურას უყრის თავს თბილისში — თანამედროვე გემოებით, 50-მდე სახეობის მრავალფეროვანი მენიუთი და ხარისხით, რომელიც ტრადიციასა და საინტერესო სიახლეებს აერთიანებს.

 

რატომ გვიყვარს სუში?

  • გამორჩეული ვიზუალი და ტექსტურა
  • დიდი არჩევანი ნებისმიერი გემოვნებისთვის
  • მდიდარი ომეგა 3-ით და და სხვა სასარგებლო ნივთიერებებით
  • მსუბუქი და დაბალკალორიული

სუში იდეალურია როგორც ყოველდღიური სიამოვნებისთვის, ასევე განსაკუთრებული მომენტებისთვის — და “იაკუძა ლაუნჯში” ამ გამოცდილებას 50-მდე განსხვავებული სახეობის მენიუ კიდევ უფრო მრავალფეროვანს ხდის:

  • კლასიკური როლები (ფილადელფია, კალიფორნია, დრაკონი…)
  • ვეგეტარიანული ალტერნატივები
  • ხრაშუნა ტემპურა სუშები
  • ნიგირები და საშიმი – მათთვის, ვინც გემოს ბუნებრიობას აფასებს
  • ექსკლუზიური Yakudza როლები – მხოლოდ ჩვენთან!

სუშის ტიპები, რომლებიც უნდა იცოდე:

  ✦   ნიგირი – სიმარტივე და ელეგანტურობა

ნიგირი არის ხელით ჩამოყალიბებული ბრინჯის ბურთულა, რომელზეც მოთავსებულია თხელი ნაჭერი უმი თევზი ან ზღვის პროდუქტები — ტრადიციული და დახვეწილი. Yakudza-ში ნიგირი მზადდება უმაღლესი ხარისხის ორაგულით, კრევეტითა და სხვა ინგრედიენტებით.

იდეალურია მათთვის, ვისაც მინიმალისტური გემო უყვარს და სიმარტივეს ანიჭებს უპირატესობას

  ✦   საშიმი – ავთენტური გემო

საშიმი — ეს არ არის სუში ტრადიციული გაგებით, რადგან არ შეიცავს ბრინჯს. იგი მხოლოდ უმი თევზის ან ზღვის პროდუქტების თხლად დაჭრილი ნაჭრებისგან შედგება. თუმცა, სწორედ ეს ვარიანტია საუკეთესო გზად თევზის ბუნებრივი გემოს აღსაქმებლად.

“იაკუძა ლაუნჯში” საშიმს ყინულზე მოთავსებულს მოგართმევენ.

  ✦   ტემპურა – ხრაშუნა და ცხელი

ტემპურა იაპონური ტექნიკაა, სადაც ინგრედიენტები მსუბუქ ცხელ ცომში იწვება ზეთზე. სუშის სამყაროში ტემპურა გულისხმობს როლებს, რომლებიც გარედან ხრაშუნაა, შიგნიდან კი რბილი და მრავალშრიანი.

ტემპურა სუში იდეალურია მათთვის, ვისაც უყვარს ცხელი, ტექსტურებით მდიდარი კერძები.

ყველაფერი მზადდება უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებით, პროფესიონალი შეფების მიერ, რათა თითოეულ ლუკმაში იგრძნოს იაპონური სრულყოფილება.

– როდის არის სუშის დრო?

– ყოველთვის:

  • საქმიანი ლანჩი
  • რომანტიკული საღამო
  • მეგობრებთან გართობის დრო
  • როცა გინდა თავი გემრიელობით გაინებივრო

ეწვიე Yakudza Lounge – ს თბილისში და აღმოაჩინე გემოს ახალი განზომილება