წესები და პირობები 

  1. შესავალი 
  • წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მომხმარებელსა და შპს „იაკუძა ჯორჯიას“ (შემდგომში-„კომპანია“) შორის გაფორმებულ სავალდებულო ძალის შეთანხმებას, რომელიც არეგულირებს ვებ-გვერდის გამოყენებას, კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევასა და მომხმარებლის უფლებებს.
  • აღნიშნული წესები და პირობები წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების არსებით ნაწილს და ვებ-გვერდიდან პროდუქციის შესყიდვით მომხმარებელი ეთანხმება წინამდებარე პირობებს.
  • წინამდებარე მოხმარების წესები და პირობები შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
  1. ტერმინთა განმარტება
  • წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა:
    • ვებ-გვერდი – კომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდი ge, რომლის მეშვეობითაც ხდება მომხმარებლის მიერ საქონლის შეკვეთა;
    • კომპანია – შპს „იაკუძა ჯორჯია“ (ს/კ 402022002) იურიდიული მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბე- ჩუღურეთის რაიონი, სამტრედიის ქ., N4ა, ბ.31, ელექტრონული ფოსტა:georgia@gmail.com; ტელეფონი: 592607070.
    • მომხმარებელი – ნებისმიერი პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე ვებ-გვერდით და სურს კომპანიისაგან საქონლის ან/და მიწოდების მომსახურების მიღება;
    • მონაცემები – პერსონალური მონაცემები, რომელსაც მომხმარებელი აწვდის კომპანიას ანგარიშის შექმნის, შეკვეთის განთავსების ან/და სხვა შემთხვევებში;
    • მომხმარებლის ანგარიში – მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდის საშუალებით რეგისტრირებული ანგარიში;
    • პროდუქცია – კომპანიის ვებ-გვერდზე განთავსებული ნებისმიერი პროდუქცია;
    • მომსახურების გაწევა – ვებ-გვერდზე განთავსებული და მომხმარებლის მიერ შერჩეული საკვები პროდუქციის მომზადება და მომხმარებლის მიერ მითითებულ მისამართზე მიტანა.
  1. მომხმარებლის ანგარიში
  • კომპანიის პროდუქციისა და მომსახურების შეძენისათვის და ვებ-გვერდით სარგებლობისათვის მომხმარებელს შეუძლია ანგარიშის შექმნა. ანგარიშის შექმნა ხორციელდება „რეგისტრაცია“ ღილაკის მეშვეობით, ვებ-გვერდზე განთავსებული ინსტრუქციის შესაბამისად.
  • მომხმარებელი სრულად აგებს პასუხს ანგარიშის შექმნის დროს მითითებული მონაცემების სიზუსტეზე.
  • მომხმარებელი ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ანგარიშის შექმნით არ ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა ან/და მესამე პირთა უფლებები. ასეთ შემთხვევებში კომპანიის პასუხისმგებლობა სრულად გამოირიცხება.
  • მომხმარებელი რეგისტრაციით ადასტურებს, რომ არის 18 წელს გადაცილებული პირი.
  • მომხმარებლის ანგარიშის შექმნისას პერსონალურ მონაცემთა დამუშავება ხდება ამავე წესებსა და პირობებში გაწერილი წესისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
  1. პროდუქციის შეძენა
  • შეკვეთის განთავსება შესაძლებელია კომპანიის სამუშაო საათებში (10:00-01:00). კომპანიის მიერ შესაძლოა განისაზღვროს განსხვავებული სამუშაო საათები, რის შესახებაც ეცნობება მომხმარებელს.
  • შეკვეთის განთავსებისათვის, მომხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი პროდუქტი ვებ-გვერდზე განთავსებული პროდუქციიდან, დაამატოს აღნიშნული პროდუქტი კალათაში და გადავიდეს შეძენის გვერდზე. მომხმარებელი პროდუქტის შერჩევამდე უნდა გაეცნოს ინფორმაციას მასში შემავალი ალერგენების შესახებ.
  • ხელშეკრულება მხარეებს შორის გაფორმებულად ითვლება მომხმარებლის მიერ შეკვეთის დამადასტურებელი შეტყობინების მიღების შემთხვევაში. კომპანია უფლებამოსილია, უარი განაცხადოს შეკვეთის მიღებაზე, რის შესახებაც უნდა ეცნობოს მომხმარებელს.
  • შეძენის გვერდზე მომხმარებელმა უნდა მიუთითოს, მიტანით სერვისით ისარგებლებს, თუ პროდუქტს თავად გაიტანს სასურველი ფილიალიდან. მიტანის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში პროდუქციის ფასს ემატება მიტანის სერვისის ღირებულება.
  • მომხმარებელს შეუძლია განთავსებული შეკვეთის გაუქმება შეკვეთის განთავსებიდან 5 წუთის განმავლობაში.
  1. ანგარიშსწორება და თანხის უკან დაბრუნება
  • ანგარიშსწორება ხორციელდება როგორც უნაღდო, ასევე ნაღდი ანგარიშსწორების გზით.
  • უნაღდო ანგარიშსწორება ხორციელდება საბანკო ბარათის მეშვეობით გადახდის გვერდზე, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორება ხორციელდება პროდუქტის ადგილზე მიტანის ან კვების ობიექტში ნაღდი ფულის გადახდის გზით.
  • ვებ-გვერდზე განთავსებული თითოეული პროდუქტის ფასი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გადასახადებს.
  • პროდუქციის ფასები არ მოიცავს მიტანის სერვისის ღირებულებას. მიტანის საფასურის შესახებ ინფორმაცია მომხმარებლისათვის ცნობილი გახდება პროდუქციის შერჩევისა და მისამართის მითითების შემდეგ. მომხმარებელს შესაძლოა დაეკისროს ნებისმიერი დამატებითი ხარჯის გადახდის ვალდებულება, რომელიც წარმოიშვა მისი ბრალეული ქმედების საფუძველზე.
  • კომპანიის მიერ მომხმარებლისათვის გადახდილი თანხის დაბრუნება ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კომპანიის მხრიდან მოხდა საკუთარი ვალდებულებების ან/და საქართველოს კანონმდებლობის უხეში დარღვევა.
  • კომპანიის მიერ დარღვევის არსებობის შემთხვევაში, თანხის დაბრუნება ხდება:
    • უნაღდო ანგარიშსწორების შემთხვევაში – იმავე ანგარიშზე, რომლიდანაც მოხდა ანგარიშსწორება, შეკვეთის დაფიქსირებიდან 3-5 საბანკო დღის განმავლობაში;
    • ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში – მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, შეკვეთის დაფიქსირებიდან 3-5 საბანკო დღის განმავლობაში.
  1. მხარეთა პასუხისმგებლობა
  • მხარეები ერთმანეთის წინაშე პასუხს აგებენ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობისათვის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის და ვალდებულნი არიან მეორე მხარეს აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი.
  • მხარეები პასუხისმგებლობისაგან თავისუფლდებიან, თუ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გამოწვეული იყო მხარეთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან დაუძლეველი ძალის მოქმედებით, როგორიცაა: სტიქიური მოვლენები, ხანძარი, წყალდიდობა, ავარია, საომარი მოქმედებები, სახელმწიფო ორგანოების აქტები, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტით.
  • კომპანია პასუხს არ აგებს პროდუქციის მიწოდებისა და მომსახურების გაწევის ვალდებულების შეუსრულებლობაზე ან სხვა დამდგარ ზიანზე, თუ აღნიშნული გამოწვეულია მომხმარებლის მიერ მითითებული მონაცემების უზუსტობის ან/და პროდუქტში შემავალი ალერგენების შესახებ ინფორმაციის გაუთვალისწინებლობის გამო.
  1. მხარეთა უფლება-მოვალეობები
    • კომპანია ვალდებულია:
      • კომპანიის სამუშაო საათებში (10:00-01:00) მიიღოს მომხმარებლის მიერ ვებ-გვერდზე განთავსებული შეკვეთა და, მომსახურების გაწევის შესაძლებლობის შემთხვევაში, მომხმარებელს გაუგზავნოს დამადასტურებელი შეტყობინება;
      • უზრუნველყოს მომხმარებლის მიერ შეკვეთის განხორციელებისას მითითებულ მისამართზე შერჩეული პროდუქციის მიტანა დამადასტურებელი შეტყობინების მიღებიდან 60 წუთის განმავლობაში. კომპანიის წარმომადგენლის მიერ შესაძლოა მოხდეს აღნიშნული დროის დაზუსტება;
      • უზრუნველყოს მომხმარებლისათვის ისეთი პროდუქციის მიწოდება, რომელიც შესაბამისობაშია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან.
  • მომხმარებელი ვალდებულია:
    • კომპანიას მიაწოდოს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია, მათ შორის, სახელი, გვარი, მისამართი, ტელეფონის ნომერი; წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია პროდუქციის მომხმარებლისთვის ჩაბარების შეუძლებლობაზე პასუხს არ აგებს;
    • მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს ვებ-გვერდზე, საკვები პროდუქციების აღწერაში მითითებულ ინფორმაციას საკვებში არსებულ ალერგენებთან დაკავშირებით და გაითვალისწინოს იგი შეკვეთის განხორციელებისას; კომპანია პასუხს არ აგებს მომხმარებლის მიერ ალერგენებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაუთვალისწინებლობით გამოწვეულ ზიანზე.
    • გადაიხადოს პროდუქციისა და მიტანის სერვისის ღირებულება სრულად და დროულად;
    • დროულად მიიღოს შეკვეთილი პროდუქცია მის მიერ მითითებულ მისამართზე.
  1. პერსონალურ მონაცემთა დამუშავება
  • მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კომპანია, შპს „იაკუძა ჯორჯია“ (ს/ნ 402022002).
  • პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევისა და სხვა ვალდებულებათა, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ინფორმაციის დამუშავებაზე.
  • კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემთა მიწოდება წარმოადგენს ხელშეკრულების დადების აუცილებელ პირობას. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მომხმარებელის მხრიდან სრულად ან ნაწილობრივ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის ონლიან შეძენა ან/და სხვა მომსახურების მიღების შეუძლებლობა.
  • საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
  • მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ბანკს და სხვა ნებისმიერ მესამე პირს, თუ ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისათვის.
  • ვებ-გვერდით სარგებლობითა და შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს გადაცემული პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა, რისთვისაც მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას მითითებული ელ. ფოსტის, ტელეფონის ნომრის ან კომპანიის სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან, თითოეული მარკეტინგული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას მისი გათიშვის შესახებ.
  1. დასკვნითი დებულებები
  • კომპანია უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ცალმხრივად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ამავე ვებ-გვერდზე გამოქვეყნების გზით, ცვლილებები შეიტანოს წინამდებარე პირობებში კლიენტის დამატებითი თანხმობის გარეშე.
  • მხარეთა შორის წამოჭრილი სადავო საკითხები გადაწყდება მოლაპარაკებებისა და ურთიერთშეთანხმების გზით, თუ მხარეები ვერ მორიგდნენ დავას წყვეტს საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. მხარეები სპეციალურად თანხმდებიან, რომ დავის განხილვის, მათ შორის სასამართლო დავის განხილვის ადგილია ქალაქი თბილისი. 
  1. საკონტაქტო ინფორმაცია
  • შპს „იაკუძა ჯორჯია“
  • ს/კ: 402022002
  • მისამართი: საქართველო, ქ. თბილისი, დიდუბე- ჩუღურეთის რაიონი, სამტრედიის ქ., N4ა, ბ.31
  • ტელეფონის ნომერი: 592 60 70 70
  • ელ ფოსტა: yakudza.georgia@gmail.com