პერსონალურ მონაცემთა დამუშავება

  • მონაცემთა დამუშავებისათვის პასუხისმგებელ პირს წარმოადგენს კომპანია, შპს „იაკუძა ჯორჯია“ (ს/ნ 402022002).
  • პროდუქტის ონლაინ შეძენის ან/და მომსახურების გაწევისა და სხვა ვალდებულებათა, მათ შორის ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და სამართლებრივი ვალდებულებების ეფექტური შესრულების მიზნით, კომპანია ახორციელებს შემდეგი პერსონალური მონაცემების დამუშავებას: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ელ. ფოსტა, მობილურის ნომერი, დაბადების თარიღი, საქონლის მიწოდების ადგილის მისამართი და ქვეყანა.
  • მონაცემთა დამუშავების სამართლებრივი საფუძველია მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ინფორმაციის დამუშავებაზე.
  • კომპანიის მიერ მოთხოვნილ მონაცემთა მიწოდება წარმოადგენს ხელშეკრულების დადების აუცილებელ პირობას. მომხმარებლის მიერ ინფორმაციის მიუწოდებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს მომხმარებელის მხრიდან სრულად ან ნაწილობრივ კომპანიის ვებ-გვერდის მეშვეობით პროდუქციის ონლიან შეძენა ან/და სხვა მომსახურების მიღების შეუძლებლობა.
  • საკურიერო მომსახურების გამწევ პარტნიორ კომპანიებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან საკურიერო მომსახურების გამწევ პირს მომხმარებლის შესახებ გადაეცემა შემდეგი სახის ინფორმაცია: შეკვეთის დეტალები, სახელი, გვარი, მისამართი და საკონტაქტო ნომერი. მიწოდებული ინფორმაცია გამოყენებული იქნება მხოლოდ შეძენილი პროდუქციის მიწოდების მიზნით.
  • მომხმარებლის შესახებ ინფორმაცია შესაძლოა გადაეცეს ბანკს და სხვა ნებისმიერ მესამე პირს, თუ ინფორმაციის გადაცემა აუცილებელია კომპანიის მიერ მომსახურების გაწევისათვის.
  • ვებ-გვერდით სარგებლობითა და შეკვეთის განთავსებით მომხმარებელი თანხმობას აცხადებს გადაცემული პერსონალური მონაცემების პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის დამუშავებაზე. მომხმარებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა, რისთვისაც მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს კომპანიას მითითებული ელ. ფოსტის, ტელეფონის ნომრის ან კომპანიის სოციალური ქსელების მეშვეობით. ამასთან, თითოეული მარკეტინგული შეტყობინება შეიცავს ინფორმაციას მისი გათიშვის შესახებ.